Monday, July 14, 2014

მეცხრე დღე
   მეცხრე დღეს გადავხედე პორტფოლიოს ყველა საქაღალდეს და შესაბამისი შესწორებები შევიტანე მასში.
   ეს ტრენინგ-მოდული ძალიან ბევრის მომცემი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მასალა და შეძენილი ცოდნა დიდად დამეხმარება პრორქტებით სწავლებაში.
   დიდი მადლობა მარეხი ჯელაძეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და ჩვენი ჯგუფის თითოეულ მასწავლებელს. მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის.

Thursday, July 10, 2014

მერვე დღე

     დღეს გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის რამდენიმე ფორმას. ფორმის შაბლონები გადავაკეთეთ და მოვარგეთ მაღალი, სუსტი და საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა შესაძლებლობებს. გავეცანით ფასილიტაციის სახეებს. პრეზენტაციის შაბლონი შევინახეთ ელ.ფოსტის ფაილში. დღევანდელი დღეც სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო.

Wednesday, July 9, 2014

მეშვიდე დღე

დღე მთლიანად მიეძღვნა შეფასებებს. ძალიან დატვირთული იყო აქტივობებით. ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, ჩავწერეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა, შევქმენით შეფასების სქემები: მასწავლემელთა, მოსწავლეთა თვითშეფასების, მოსწავლეთა შეფასების უკუკავშირი. გამოჩენილი ყურადღებისთვისა და გულისხმიერებისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს --- მარეხი ჯელაძეს, რომელმაც ამ მოკლე დროში ყველას შეგვაყვარა თავი.

Saturday, July 5, 2014

 მეექვსე დღე

დღემ სამუშაო პროცესში ჩაიარა. გავეცანით პროექტებს, ვნახეთ მოსწავლეთა ნაშრომები. გავაკეთეთ ჯგუფში სამუშაოს ჩეკლისტი. კონკრეტული თემის გარშემო ჩამოვწერეთ შეკითხვები, ჩევქმენით ხარაჩო მოსწავლეთათვის.  რესურსებში გავეცანით გაზეთის შაბლონს.

Thursday, July 3, 2014

     მეხუთე დღე

     დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. წყვილებში ერთმანეთის პრეზენტაციას გავუკეთეთ უკუკავშირი. ვისწავლე ლინკის დადება. ბლოგში შევქმენი გვერდები. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე

დღე იყო დატვირთული აქტივობებით, რომლის დაძლევაში დიდ დახმარებას გვიწევდა ჩვენი ტრენერი -  მარეხი ჯელაძე. დიდი მადლობა მას დახმარებისთვის.
შევქმენით მოსწავლის საჭიროების შესაფასებელი ორგანაიზერი - ვ მ ვ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
მეორე დღე

      დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ ბუკლეტის ჩეკლისტზე.შევქმენით პროექტის ბუკლეტი. დავრეგისტრირდით ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.